|
2018-10-08 15:57:19, 629 ნახვა
რეგიონი
სულხან ღლონტი ტურიზმისა და ციფრული ტრანსფორმაციის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად ბუდაპეშტში ტურიზმისა და ციფრული ტრანსფორმაციის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს კანდიდატურის მიღების ინიციატივა წამოაყენა. კონფერენციას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა. აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს. რაც შეეხება, უშუალოდ კონფერენციის მთავარ თემას ის ტურიზმის განვითარებაში ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლს დაეთმო. „წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გააკეთა ოფიციალური განაცხადი მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს წევრობის შესახებ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სწორი და დროული განაცხადი, ასევე, დიდი სტიმული ზოგადად, საქართველოს ტურიზმისთვის. იმედია 2019 წელს საქართველო იქნება არჩეული აღმასრულებელი საბჭოს წევრად. ეს კიდევ ერთი დიდი წარმატება იქნება საერთაშორისო დონეზე, რომელიც ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს. რაც შეეხება, უშუალოდ კონფერენციის თემას ის ტურიზმში ციფრული ტექნოლოგიების როლს დაეთმო. თანამედროვე ტურიზმი, ექსპერტების აზრით სრულად ანაცვლებს ტრადიციულ ტურიზმს და ტურისტიც ყალიბდება, როგორც მოგზაური, რომელიც ინდივიდუალურად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თვითონვე სრულად გეგმავს მოგზაურობას. ამაში უდიდესი როლი აქვს ციფრულ ტექნოლოგიებს და ეს რაც დრო გავა მეტად შესამჩნევი გახდება. ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით სრულად იცვლება ტურისტული პროდუქტების მიწოდების მეთოდოლოგია, რაც თავის მხრივ მარკეტინგული თვალსაზრისით კარგად არის გასააზრებელი ყველა იმ ქვეყნისა თუ ქალაქისთვის, რომელიც ორიენტირებულია ტურიზმზე,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)