|
2018-10-08 15:59:05, 1502 ნახვა
კომენტარი
თავდაცვის სამინისტროს ვეტმფრენები მოდერნიზდება და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებითაც აღიჭურვება
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოვახდინოთ როგორც შეკეთება, ისე მოდერნიზება იმ არსებული რესურსებისა, რაც ავიაციაში გაგვაჩნია“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოდერნიზების შემდეგ ვეტრმფრენები აღჭურვილი იქნება როგორც თავდაცვითი მისიების შესასრულებლად, ისე კრიზისულ ვითარებაში მოქმედებისთვის. „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამერიკის შეერთებული შტატების გრნატი, საუბარია 9 მილიონ ამერიკულ დოლარზე, რათა მოვახდინოთ როგორც შეკეთება, ისე მოდერნიზება იმ არსებული რესურსებისა, რაც გაგვაჩნია ავიაციაში. ჩვენ წელს ბიუჯეტში გამოვყავით 23 მილიონი ლარი და სწორედ ეს თანხები მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ საავიაციო საშუალებების რემონტი და მოდერნიზება. წელს უკვე საავიაციო საშუალებები აღჭურვილი იქნება არა მხოლოდ თავდაცვითი მისიების შესასრულებლად, არამედ კრიზისული სიტუაციებისთვის, მაგალითად ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით. თქვენ მოწმენი გახდით, რომ ეს აუცილებელია, მათ შორის ცეცხლის ჩაქრობის მიზნით. ჩვენ ეს აჭურვილობა გვექნება და ამ ტექნიკური საშუალებებით ჩვენს ვერტმფრენები, შვეულმფრენები შეძლებენ, როგორც თავდაცვითი ამოცანებისთვის, ისე ცალკეული კრიზისების დროს მოქმედებას. ასე რომ თანხები გამოყოფილია, ამას დასჭირდება გარკვეული დრო. სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს სპეციალურ ქარხნებში, ადგილზე ეს ვერ ჩატარდება. უნდა მოხდეს მათი ტრანსპორტირება, საუბარი ამერიკული წარმოების შვეულმფრენებზე და შემდეგ უკვე ახალი აღჭურვილობით დაუბრუნდება 15-წლიანი რესურსით საქართველოს. საუბარია 9 ვეტმფრენზე“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)