13:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 14:54:32, 1793 ნახვა

სამართალი
ანა დოლიძე: უზენაეს სასამართლოში კრიზისული ვითარებაა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, უზენაეს სასამართლოში კრიზისული ვითარებაა შექმნილი.

დოლიძის მტკიცებით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება. 

„როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ მოგვწერა,უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში ახლა, 466 საქმეა განსახილველად შესული. ეს არის 466 ოჯახის და ბევრად მეტი ადამიანის ბედი, რომელიც გადაწყვეტილებას ელოდება უზენაესი სასამართლოსგან. სასამართლოში შექმნილია კრიზისული ვითარება, რომ 23 ოქტომბერს ვადა გასდის ერთ მოსამართლეს და პალატაში რჩება მხოლოდ ერთი მოსამართლე. ეფექტური, სწრაფი და ხარისხიანი მართლმსაჯულება ვერ აღსრულდება იმ 466 საქმეზე და მასთან დაკავშირებულ ადამიანებზე, რომლებიც ამ მართლმსაჯულებას ელოდებიან. ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს პარლამენტს, რომელმაც ვერ გამოავლინა ნება, პასუხისმგებლობა და ვერც თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. პარლამენტის წინაშე ორი წლის განმავლობაში წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურები და პარლამენტმა ვერ მიიღო დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება ამ კანდიდატურებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics