14:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 13:23:35, 1502 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

8-14 ოქტომბერს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში (Annual Meetings 2018), რომელიც  ინდონეზიაში იმართება.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრაში, მათ შორის, ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვა მინისტერიალზე, რომელიც უკავშირდება მსოფლიო ბანკის ახალ გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ" და ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დასახელდა, დაახლოებით, 20 ქვეყანას შორის, სადაც პირველად დაიწყება აღნიშნული პროექტის ინიცირება. (საქართველო შერჩეულ 5 ქვეყანასთან და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ კიმთან ერთად, ოფიციალურად წარადგენს აღნიშნულ ინიციატივას).

მსოფლიო ბანკის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის განხორციელების მიზნით  იგეგმება მრავალმხრივი მხარდაჭერა. საქართველოს მონაწილეობა პროექტში განპირობებულია აღნიშნულ სექტორში რეფორმირების აქტიური ინიცირებით.  

ვიზიტის ფარგლებში, ივანე მაჭავარიანი, ასევე, გამართავს მაღალი დონის ორმხრივ მოლაპარაკებებს. კერძოდ, ფინანსთა მინისტრი შეხვდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის, ასევე,  მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცეპრეზიდენტებს.

შეხვედრების ფარგლებში საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics