02:40 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 12:41:18, 573 ნახვა

საზოგადოება
სოფო კილაძე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ბიზნესის რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ბიზნესის რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კილაძე შესაბამისი ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდებს, დროულად მოახდინონ კანონისმიერი ვალდებულების შესრულება და დარეგისტრირდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

„ჩვენ ვაძლევთ ბიზნესს საშუალებას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელებისათვის დამატებით ვადაში, 15 ნოემბრამდე გაიარონ რეგისტრაცია.

შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება უკვე მოვახდინე ჩემს კოლეგებთან ერთად.

დღეს მოქმედი კანონით, ყველა პირი, რომელიც ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა.

სამწუხაროდ, საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლისათვის იუსტიციის სახლს სწორედ ბოლო დღეს მიმართა. აღნიშნული დღე ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის ბოლო დღეს დაემთხვა და იუსტიციის სახლის რესურსი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ რაოდენობის განაცხადების მისაღებად. თუმცა, ეს გარდამავალი პერიოდი ბიზნესს კანონისმიერი ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ შესაბამისი ბიზნესის წარმომადგენლებს, დროულად მოახდინონ კანონისმიერი ვალდებულების შესრულება და დარეგისტრირდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსპექტირებისას მათ მოუწევთ ჯარიმის გადახდა“, - ნათქვამია სოფო კილაძის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics