2018-10-08 11:51:51, 740 ნახვა
რეგიონი
შუახევში 52 მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებაზე 723 500 ლარი დაიხარჯება
შუახევში გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს.
კედლის ჩამოსხმა ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციაზე წარმოებს,მათ შორის ნიგაზეულში, გორში, უჩამბაში, ხაბელაშვილებში, დაბაში, ჭვანაში, ოლადაურში, მახალაკიძეებში, დღვანში, კვიახიძეებში, ბარის უბანში, შუბანში, ბარათაულში.
ფერდსამაგრი ღონისძიებები წარმოებს ნიგაზეულში ფატი ხიმშიაშვილის საცხოვრებელ სახლთანაც, სადაც 14 720 ლარის სამუშაოებს, შპს ,, ჯია 70“ აწარმოებს.
მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში 52 მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებაზე აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან 723 500 ლარი გამოიყო.
აქედან დასრულდა - 14, მიმდინარეობს - 34, სატენდეროა - 4.
(NS)
ავტორი: ,