13:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 10:44:14, 1068 ნახვა

სამართალი
ბათუმში, მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო - პატრულ-ინსპექტორებს უფლებამოსილება შეუჩერდათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო სარფი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.

მათივე ცნობით, გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

„მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბათუმში,  ახალსოფელში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მსუბუქი ავტომობილი შეაჩერა. მანქანის მძღოლი, 1957 წელს დაბადებული ა.ლ. ალკოტესტით შემოწმდა. დადგინდა, რომ ფხიზელი მართავდა საჭეს,რის შემდეგაც მძღოლმა ავტომანქანით გადაადგილება განაგრძო.  დაახლოებით 15-20 წუთში მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დახმარებისთვის მიმართეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების  ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მომხდარის გამო, ბათუმი-სარფის ცენტრალურ მაგისტრალზე გვიან ღამით ხმაური იყო. ახალსოფლის მოსახლებამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა და პატრულ-ინსპექტორების დასჯა მოითხოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics