00:02 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 16:37:22, 1751 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო მართლაც არის მეღვინეობაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა

 ამ ქვეყანას ამოძრავებს მისი განვითარების იმედი, აქაც ეს რეგიონი სამაგალითოა,- ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებს.

„განვითარების მაგალითი არის სწორედ დღეს რაც აქ ხდება მეღვინეობაში. საუბარი იყო, რომ სეტყვა და რთული პირობებია ამისთვის, მაგრამ ეს უკვე არის განვითარებული დარგი და ეს ისე სწრაფად მოხდა და იმდენად არის ეს ცოცხალი განვითარება, რომ ჩვენ ამას უნდა ვუყურებდეთ იმ სიძნელეებთან ერთად, რომელიც გავიარეთ და შეიძლება კიდევ შეგვხვდეს, რადგან სტიქია არის დღევანდელი მსოფლიოს საერთო პრობლემა, რომელსაც ყველა ვებრძვით.

ჩვენი ეს დარგი არის მართლაც ცოცხალი, განვითარებული, ძლიერი და ყოველდღე ძლიერდება. ჩვენ, ამას უნდა ვხედავდეთ და იმასაც უნდა ვხედავდეთ გარედან, როგორ გვიყურებენ, როგორ დაინახეს და აღიარეს, რომ საქართველო მართლაც არის მეღვინეობაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, არა რაოდენობით, არამედ ხარისხით და იმიტომ, რომ ის არის სხვანაირი ავთენტური ჩვენი მეღვინეობა და ეს მაგალითი, რომელიც გადადის უკვე სხვა რეგიონებზე არის მაგალითი, რომელიც უნდა გადავიდეს სხვა სფეროებში",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics