02:43 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 11:11:19, 1774 ნახვა

საზოგადოება
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ATP-ის ტურნირზე ფინალში გავიდა

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ATP-ის ტურნირზე ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა. ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც საათსა და 41 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილმა ედმუნდი ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში, კარიერაში პირველად, TOP30-ში შეაღწევს.
ბასილაშვილმა პროფესიულ ტურში პირველად მოუგო ედმუნდს და კარეირაში ATP-ის ტურნირებზე მეოთხედ გავიდა ფინალში: 2016 და 2017 წლებში მან წააგო გადამწყვეტი მატჩი კიტცბუელსა და მემფისში, სამაგიეროდ, წელს, ივლისში ჰამბურგის ფინალში მოუგო არგენტინელ ლეონარდო მაიერს.
კვირას, ბასილაშვილი პეკინის ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics