02:43 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 10:47:01, 2333 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის ქუჩების ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისობასთან“ დაკავშირებით, საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ "თბილისობის" დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით:

მოძრაობა აკრძალულია ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელია თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.

ასევე შეზღუდვებია რესპუბლიკის მოედანზე. რუსთაველიდან მოძრავი ნაკადი იმოძრავებს რესპუბლიკის მოედნის გავლით კოსტავას ქუჩის მიმართულებით, ხოლო მელიქიშვილი კოსტავას ქუჩიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს ელბაქიძის დაღმართის გავლით სანაპიროს მიმართულებით აგრეთვე მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე სრულად დაიკეტა ბარათაშვილის მარცხენა პანდუსი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

გარდა ამისა, დღეს 23:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც განლაგებული იქნება შინდისი-ოქროყანის გზაჯვარედინზე.

მოძრაობა "თბილისობის" დღესასწაულის დასრულებისთანავე სრულად აღდგება“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics