|
2018-10-06 00:12:49, 7684 ნახვა
ევროპის ამბები
ზურა ყიფშიძე: ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში
ზურა ყიფშიძე: ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში, ევროპაში, ძალიან კარგად. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაუდგამს ისეთი, რასაც ყველა ვერ გააკეთებდა. მან ძალიან კარგად იცის იმ ადამიანების ბედი, გრძნობები, რომლებიც სამშობლოს გარეშე ცხოვრობენ დიდი ხანია საზღვარგარეთ. ყველაფერი ესმის. ძალიან ბევრი უნდა დავინახოთ და უნდა დავაფასოთ. ძალიან დიდი დამსახურებაა მისი, რომ ემიგრანტებმა დაიბრუნეს, ასე ვთქვათ, საქართველოს პასპორტები ოფიციალურად. ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ისეთ მომენტებში, როცა უნდა ეთქვა თავისი სიტყვა, თქვა. არავისი არ მოერიდა. არის პირდაპირი, არაჩვეულებრივად განათლებული და ჭკვიანი ქალბატონი. მე მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი." აღნიშნული განცხადება მსახიობმა რუსთაველის თეატრში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)