08:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 19:17:00, 2814 ნახვა

სამართალი
მშობლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მშობლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე კ.კ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 ივლისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.კ.-მ მშობლების მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც მამას - რ.კ.-ს და დედას - ე.კ.-ს  რამდენჯერმე დაარტყა ხელი.

"სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება 11',126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics