|
2018-10-05 18:06:38, 2935 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „Myway Airlines“ ახალ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვას იღებს
ქართული ავიაკომპანია "Myway Airlines" ევროპის რამოდნიმე მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შემდეგი განრიგებით შესრულდება: · თბილისი-რომი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 28 მარტამდე; · თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას, 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 მარტამდე; · თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას), 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 მარტამდე; · თბილისი-ათენი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, 2018 წლის 31 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე; · თბილისი-მიუნხენი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე; ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ამატებს ფრენის სიხშირეს თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე და ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფრენებს შეასრულებს კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა), ნაცვლად 3 სიხშირისა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ახალი მიმართულებებით და დამატებითი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა "Myway Airlines"-ს დღეს, 5 ოქტომბერს მიენიჭა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)