|
2018-10-05 16:53:52, 4414 ნახვა
სამართალი
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს და კომპანიის გენერალურ დირექტორ თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე და საშიშროება, რომ მათ გამოძიებასთან არ ითანამშრომლონ. ადვოკატები გადაწყვეტილების გაასაჩივრებას გეგმავენ. "ამით შპს სვეტი, როგორც ბიზნესსუბიექტი დასრულდა და ეს იყოს სასამართლოს ნამუსზე", - განაცხადა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა. შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები - გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე 3 ოქტომბერს დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)