|
2018-10-05 16:00:34, 2222 ნახვა
სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე დ.ბ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.ბ.-მ 2018 წლის 1 აგვისტოს, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს". „სამართალდამცველებმა დ.ბ. 2018 წლის 1 აგვისტოს ქ.თბილისში, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 ცალ ნაჭერში მოთავსებული, 0,0123 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", ხოლო ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დ.ბ.-ს ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფის უკანონოდ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" და „ე" ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული) და 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)