|
2018-10-05 14:19:36, 2583 ნახვა
სამართალი
ექსპერტიზის ბიურო: ჩანაწერები არაა ვარგისი პიროვნებათა იდენტიფიცირებისთვის - ფონოგრამაზე რედაქტირების კვალი აღინიშნება
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ჩანაწერები „არ არის ვარგისი ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნებათა იდენტიფიცირებისთვის, ვინაიდან ისინი დამზადებულია მონტაჟის გზით“. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ სადავო ვიდეოჩანაწერებზე არსებულ საუბრებში დაფიქსირდა ორი ძირითადი დიქტორი მამაკაცის ხმა. "ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი სადავო ვიდეოჩანაწარები არ არის ვარგისი ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნებათა იდენტიფიკაციისთვის, ვინაიდან ისინი დამზადებულია მონტაჟის გზით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ყველა სადავო ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი“, - ნათქვამია ბიუროს დასკვნაში. ბიუროს შემაჯამებელ განხილვაში ვკითხულობთ, რომ "ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ყველა სადავო ფონოგრამაზე აღინიშნება რედაქტირების კვალი“. „კერძოდ სპეციალური რედაქტორების/პროგრამების გამოყენებით მათზე დადებული სხვა ფონოგრამებიდან აღებული ფონი, თითოეული სადავო ფონოგრამის გარკვეული ნაწილები არის გადაადგილებული, ზოგან ჩასმული სხვა ფონოგრამიდან ან ფონოგრამებიდან, ზოგან კი ამოჭრილია გარკვეული მონაკვეთები. რედაქტირებების შემდეგ, საბოლოოდ მიღებულია შერჩევითი ფიქსაციის გზით შეცვლილი შინაარსის ფონოგრამები, რომლებიც გაერთიანებული იქნა კომპრესიის გზით ვიდეოჩანაწერებთან. ზევით აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ყველა სადავო ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე აღინიშნება ფიცრული და მექანიკური მონტაჟის კვლები. ვინაიდან კომპლექსური გამოკვლევებით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სადავო ვიდეოჩანაწერები არ არის ავთენტური და მათზე დაფიქსირდა დიდი რაოდენობის ცვლილებები, სხვადასხვა სახის მონტაჟის კვალი, მეთოდიკის თანახმად მათზე საიდენტიფიკაციო კვლევების ჩატარება შეუძლებელია“, - აღნიშნულია ბიუროს დასკვნაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)