22:25 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 14:10:23, 2247 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ფხალაძე: მაია ოთინაშვილის გატაცება რუსეთის ფედერაციის რეალური სახეა

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, ხურვალეთიდან გატაცებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით, მუდმივ კოორდინაციაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან და მაქსიმალურ ძალისხმევას ავლენს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად გადასაჭრელად.

მისი განცხადებით, ეს არის ოკუპაციის და რუსეთის ფედერაციის - საოკუპაციო ძალის რეალური სახე, რომელიც რეალურ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

თენგიზ ფხალაძის თქმით, იმისათვის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას გამოიყენება ყველა საერთაშორისო მექანიზმი, ჩართულია ყველა ჩვენი პარტნიორი. "რაც შეეხება თავად არსებულ ვითარებას, ამას აქვს ორი შემადგენელი, პირველი ეს არის სუფთა ადამიანური, ჰუმანიტარული, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალბატონი - შვილების დედა არ შეიძლება იყოს იზოლატორში, იმისათვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. და რაც ეხება პოლიტიკურ განზომილებას - სრული აბსურდია, რომ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებისათვის იტაცებენ, იჭერენ და რაღაც შეთითხნილ სასამართლო პროცესებს უწყობენ", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics