22:25 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 13:33:41, 2687 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: ვხედავ, როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ

„დღეს ვხედავ, როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, მმართველ გუნდს ყიფინის გაწირვა ცუდად დაუბრუნდება.

„თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს, რომელიც თქვენიანი იყო ასე რომ გაწირავთ, ეს არც თქვენ არ დაგიბრუნდებათ კარგად და ეს მეტყველებს იმაზე, რა სტანდარტებით მოქმედებთ. დღეს, როდესაც მე ვხედავ როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც მე აღარ მახსოვს, ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, მე  ისინი არც ერთი არ მახსოვს. ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა  ჩვენთან ერთად. ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ჩვენ ვიყავით კოლექტიური ორგანოს, მინისტრთა კაბინეტის წევრები. ზურგის შექცევა ლევან ყიფიანის მიმართ და იმისი არ გააზრება, რომ შეიძლება ის რთულ ვითარებაშია, მე პირადად არ შემიძლია, როგორც იმ ადამიანსმ რომელიც ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი და ვისთანაც ერთად ჩვენ ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც დღეს, რომ არიან ხელისუფლებაში მაშინ ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics