01:02 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 15:58:36, 2353 ნახვა

საზოგადოება
Time Out: სოლოლაკი ტურისტებისთვის მსოფლიოს 50 საუკეთესო ადგილს შორის დასახელდა

გამოცემა Time Out-ის რედაქტორებმა და ექსპერტებმა მსოფლიოში 50 საუკეთესო ადგილის სია შეადგინეს, რომელიც მოგზაურებმა უნდა მოინახულონ, - შესაბამისი სია Time Out ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

აღსანიშნავია, რომ სიაში თბილისიც, კერძოდ კი მისი ერთ-ერთი ძველი უბანი, სოლოლაკი მოხვდა. 

"ბარები, კაფეები და კლუბებიც კი, რომლებიც სოლოლაკში ერთმანეთთან ახლოს, მეზობლად მდებარეობენ, ტურისტებს კომფორტულ გარემოს სთავაზობენ. ადგილობრივი მცხოვრებლები და მოგზაურები ხშირად სტუმრობენ კაფეებად გადაკეთებულ სახლებს, სადაც ხშირად ისმის ცოცხალი მუსიკა", - წერს გამოცემა. 

გამოცემა ტურისტებს ასევე ურჩევს წავიდნენ გოგირდის აბანოებში, მეიდანზე, სადაც ზოგიერთი დაწესებულება 24 საათის განმავლობაშიც ღიაა. გამოცემის ექსპერტები რეკომენდაციას Ezo-ს და ბარს "ზოესთან" უწევენ.

სიაში თბილისი (სოლოლაკი) 26 ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ ადგილებს, როგორებიცაა: რიო დე ჯანეიროს უბანი ბოტაფოგო, შანჰაიში მდებარე ფრანგული უბანი, მაიამიში ვინვუდის ქუჩა, სტამბოლში კადიკოის ქუჩა და მოსკოვში მდებარე ჩინური უბანი. პირველ ადგილს მადრიდის ერთ-ერთი უბანი ემბაჰადორესი იკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics