|
2018-10-03 20:36:16, 1827 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: ოპონენტები სალომე ზურაბიშვილზეც ისე ფიქრობენ, როგორი შინაგანი ხედვაც თავად აქვთ
ჩვენი ოპონენტები ფიქრობენ ისე, როგორც შინაგანი ხედვა აქვთ და როგორც თვითონ აანალიზებენ სიტუაციას, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ოპოზიციის განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, არიან ადამიანები, ამ შემთხვევაში, ოპონენტები თავიანთი საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც ამ საკითხსაც ისე აანალიზებენ და წონიან სიტუაციას, როგორი შინაგანი ხედვაც თავად აქვთ. „სალომე შუღლს აღვივებსო. რასაკვირველია, ადამიანები არიან, ჩვენი ოპონენტები მყავს მხედველობაში თავიანთი საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც ფიქრობენ ისე, როგორც შინაგანი ხედვა აქვთ და როგორც თვითონ აანალიზებენ და წონიან სიტუაციას, როგორც თვითონ ხედავენ, როგორც არის დამოკიდებულება მათი ამ საკითხის მიმართ. ითქვა, რომ არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ერის, მისცე მოქალაქეობა და შენი მოქალაქეები, რომლებიც არიან ლოიალურები ქვეყნის მიმართ, სახელმწიფოს მიმართ, არ აქვს აქაც ეროვნებას მნიშვნელობა, გყავდეს ისე, რომ არ აძლევდე მოქალაქეობის და საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას, ეს უკვე მარგველაშვილს ეკუთვნის ეს შენიშვნა, მე ვფიქრობ, რომ ასე უნდა გავაანალიზოთ, ასე უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას, თუკი ამ ქვეყნისთვის სიკეთე გვინდა”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)