|
2018-10-03 20:16:23, 1506 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ხეებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხე-მცენარეებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან, რომლებიც დედაქალაქს ოქტომბრის ბოლოს ეწვევიან. მერიის ინფორმაციით, სპეციალისტები ლაბორატორიულ კვლევებს ევროკავშირში აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ჩაატარებენ. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა. „როგორც ცნობილია, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ოქტომბრის ბოლოდან თბილისის ტერიტორიაზე არსებული ხეების სანიტარულ ჭრას დაიწყებს, რის შედეგად, ჯამში 20 000 ძირი ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრება. ვინაიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ თბილისის შემოგარენში და საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ფიჭვის ინტენსიური ხმობა დაახლოებით 20 წლის წინ, 1997-1998 წლებიდან დაიწყო. ამის მიზეზი იყო ის, რომ ფიჭვები არ იყო გაშენებული ამ სახეობისთვის განკუთვნილ ბუნებრივ არეალში. ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დარღვეულია აგროტექნიკური პირობები, ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც თხელ, განუვითარებელ ნიადაგებზე და ხშირად, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში განვითარებულია ზედაპირული ფესვთა სისტემა. ზემოაღნიშნული მიზეზებისა და კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე დაირღვა ფიჭვის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ეკოლოგიური პირობები, რამაც განაპირობა ფიზიოლოგიური პროცესების და გამძლეობის დაქვეითება. შედეგად, აღნიშნული ნარგავები არ აღმოჩნდა გამძლე მავნებლებისა და დაავადებების მიმართ. ფიჭვები ძირითადად დაავადებულია პათოგენური სოკოებით (lophodermill, Cylindrocarpon, Diplodia), რომლებიც უმთავრესად აზიანებენ წიწვებს, ტოტებს, იწვევენ წიწვებისა და წლიური ნაზარდი წიწვების წვერის ხმობას, გირჩების და ტოტების დაავადებას და საბოლოოდ, ხე-მცენარის ხმობას. ასევე, ფიჭვებზე მავნებელი მწერებიდან აღინიშნება ბუგრები, ჰერმესების ნაცვალი კანები, ქერქიჭამიები, ცილაჭამიები და ხარაბუზები. დედაქალაქის მერია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სისტემატურად ებრძოდა აღნიშნულ პრობლემას და ახორციელებდა დაავადებული ხე-მცენარეების წამლობას, ასევე, ხმელი და ზეხმელი ხე-მცენარეების სანიტარულ ჭრას. ამის მიუხედავად, პროცესის შეჩერება და ხეების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამასთან, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ხე-მცენარეების ფიტოსანიტარული კვლევა ჩაატარა. აღმოჩენილ მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის ღონისძიებების შესაბამისად, რეგულარულად ხორციელდება ხეების შეწამვლის სამუშაოები. მიმდინარე წელს უკვე შეიწამლა 98 000 ხე-მცენარე. წლის ბოლომდე, ჯამში შეწამლული იქნება 120 000 ხე-მცენარე. ასევე, მიმდინარე წელს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე აღირიცხა ხმელი და ზეხმელი ხეები და მოინიშნა შემდგომში მოჭრის მიზნით. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება დაიწყება 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც დასრულდება სანიტარული ჭრები. 2019 წელს, ჯამში 18.86 ჰა ტერიტორიაზეა დაგეგმილი ტყის აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება. ამავე წელს, დაირგვება სხვადასხვა სახეობის 46 200 ნერგი. ასევე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში დაგეგმილია 5000 ძირი სხვადასხვა სახეობის მაღალტანიანი 3 მეტრზე მაღალი ხის დარგვა“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
(NS)
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)