00:02 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 19:46:00, 2113 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: ნატო-ს მხრიდან არსებობს მაქსიმალური მხარდაჭერა თანამშორმლობის დინამიკის გაზრდისთვის

„ნატოს გენერალურმა მდივანმა ცალსახად აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიული განვითარების გზაზე და განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში ჩვენი შესაძლებლობების ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები ლევან იზორიამ იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში  განიხილა. მხარეებმა ყურადღება მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ მასშტაბურ ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაამახვილეს, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი დაახლოებით 28 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული გარემოება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით სამაგალითოა. 

ორმხრივ შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტში არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებული განხორციელება.

„ახლო მომავალში დავხურავთ ამ პრაქტიკულ მექანიზმს და გათვალისწინებულ ინიციატივებს. ეს გვაძლევს საფუძველს ვიმსჯელოთ ახალ დინამიკაზე, თანამშრომლობის უფრო გაფართოებაზე მთავარი სტრატეგიული მიზნის განხორციელებისთვის -  საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. არსებობს მაქსიმალური მხარდაჭერა და მზაობა ამ დინამიკის არა მხოლოდ შენარჩუნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ის  მომავალ წლებში უფრო მზარდი იყოს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მინისტრმა ასევე, ხაზი გაუსვა მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, სადაც ქართულ მხარეს შესაძლებლობა აქვს ნატოს სამიტის შემდეგ რამდენიმე თვეში ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნოს. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics