|
2018-10-03 15:04:21, 1309 ნახვა
საზოგადოება
ინაშვილი: წამოვიღე 300 000 ხელმოწერა, რათა „სააკაშვილი-ბოკერიას“ მმართველობას სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მიეცეს
„მე დღეს წამოვიღე 300000 ხელმოწერა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების მიერ დადასტურებული ხელმოწერები რეზოლუციაზე, რომელიც ითვალისწინებს მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება „სააკაშვილი-ბოკერიას“ მმართველობას 2004-დან 2012 წლების ჩათვლით“, - ამის შესახებ“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. ირმა ინაშვილმა, მმართველ გუნდს პარლანენტის იურუდიულ სხდომაზე, მათ მიერ წარდგენილ რეზოლუციის მხარდეაჭერისკენ მოუწოდა. „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ვეუბნებით, რომ დამნაშავეები უნდა დასაჯონ. დამნაშავეები რომ დაგესაჯათ, დღეს არ იქნებოდით იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ხართ და არ მოგიწევდათ ამ რეჟიმში ყოფნა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს რეზოლუციას, რომელიც გუშინ განიხილა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა. მე დღეს წამოვიღე 300000 ხელმოწერა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების მიერ დადასტურებული ხელმოწერები რეზოლუციაზე, რომელიც ითვალისწინებს მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება „სააკაშვილ-ბოკერიას“ მმართველობას 2004-დან 2012 წლების ჩათვლით. არ დავიღლები ამის გამეორებით, ვიდრე პლენარულ სხდომაზე არ გამოვა ეს რეზოლუცია და არ იქნება მხარდაჭერილი. დავარქვათ სახელი რა ერქვა იმ მმართველობას, ჩვენ თუ არ დავარქმევთ სახელს, არ შევაფასებთ და არ ვიტყვით, რომ ის იყო რეჟიმი, მუდმივად იქნებით იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ხართ, ეს „ქართილ ოცნებაზე“ ახია, კიდევ ერთხელ ვამბობ, ღირსი ხართ იმისი, რომ დღეს ორივე განშტოება „ნაციონალური მოძრაობის“ გეძახით ტერორისტებს, ყველანაირი ბრალდება მოდის თქვენზე და ღირსი ხართ, იმის გამო რომ თავის დროზე ხელიდან გაუშვით შესაძლებლობა დაგესაჯათ ეს კონკრეტული დამნაშავეები, აქაც რომ სხედან დარბაზში. არც ახლაა გვიან, მხარი დაუჭირეთ ამ რეზოლუციას. ნუ იმალებით მეგობრებო( ქართულ ოცნებას) დაესწარით ხვალ იურიდიული კომიტეტის სხდომას, თორემ ამ ქვეყანაში უკვე მიდის ფარული სამოქალაქო ომი, ამას მე ვამბობ პარლამენტის ტრიბუნიდან. აუცილებელია მხარი დაუჭიროთ ჩვენ რეზოლუციას, თორემ თვითონ ბიზნესის დამტერორებელმა თქვენ აღარ გითხრათ, ამას ატერორებთ, იმას ატერორებთ და ასე შემდეგ. თუმცა თუ ვინმეს ატერორებთ უნდა დაისაჯოთ, დღევანდელ ვითარებაში და მე მომხრე ვარ, რომ გამოძიება წარიმართოს სამართლიანად და თუკი ვინმემ, სადმე კანონს გადაუხვია, ყველა იყოს მხილებული და დასჯილი, არავითარ შემთხვევაში, არანაირ კოჭს „ქართულ ოცნებას“ არ გავუგორებ, თქვენი ვალი ჩვენ არა გვაქვს, ქართველი ხალხი მეცოდება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)