|
2018-10-03 10:57:00, 1864 ნახვა
სამართალი
ლევან ყიფიანი სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს გამოიკითხება
სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს გამოიკითება, - ამის შესახე ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ლევან ყიფიანი გუშინ თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, თუმცა მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა. სპორტის ყოფილი მინისტრის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ყიფიანი მედიისთვის ბრიფინგსაც გამართავს, სადაც მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებს. „თუ სასამართლო დააკამაყოფილებს, სასამართლოში ვაპირებთ ჩვენების მიცემას. ჩანაწერებში გარკვეულწილად ადასტურებს, რომ ეს მისი ხმა იყო, თუმცა ვფიქრობთ, რომ მონტაჟია ბევრი. ამ პროცესებზე და დაახლოებით კიდევ სხვა რაღაცებზე იქნება მის მიერვე გაკეთებული განცხადება, როდესაც საჯაროდ საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას გააჟღერებს“, - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)