21:09 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 19:36:41, 1619 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: მერაბიშვილს გაფართოებული აქვს მარჯვენა თვალის გუგა, კაკალი არის დაპატარავებული და უკან გადაწეულია, პრაქტიკულად, სახის დამბლაა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეალური დიაგნოზი არ არსებობს. 

ადვოკატები ითხოვენ, რომ მისი მდგომარეობის შესწავლაში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთონ.

„გვაქვს მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, თუკი ისინი ვერ ახერხებენ, დასვან მერაბიშვილის დიაგნოზი, თუ რა სჭირს ამ ადამიანს, მოგვცენ ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოვახერხოთ ამ დიაგნოზის დასმა ჩვენი მოწვეული ექიმებით. იმიტომ, რომ უკვე ორ თვეზე მეტია, გვეუბნებიან, რომ არის ჰორნერის სინდრომი, გვეუბნებიან, რომ ჰორნერის სინდრომის უკან შეიძლება იდგეს უმძიმესი დაავადებები, როგორიც არის სიმსივნე, ინტოქსიკაცია, ინსულტი და ამავდროულად, გვეუბნებიან, რომ არ აქვთ დადგენილი, რამ გამოიწვია ეს ჰორნერის სინდრომი. მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩავრთოთ უცხოელი ექიმები იმ კლინიკაში, სადაც იქნება მოთავსებული და ჩვენ მაინც მივაღწიოთ დიაგნოზის დასმას, რომ შემდგომ მოვახდინოთ მისი სწორი მკურნალობა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს ან არ ახერხებს. ეს თვალითაც შესამჩნევია. მას გაფართოებული აქვს თვალის გუგა, თვალის კაკალი არის დაპატარავებული, არის უკან გადაწეული. პრაქტიკულად სახის დამბლაა გამოწვეული ამ დაავადების გამო“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

მისივე განცხადებით, 5 გამოკვლევის შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრს მხოლოდ სიმპტომალური მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics