|
2018-10-02 13:58:08, 2621 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა. ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების გამო როგორიცაა: საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვის სფერო, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტურიზმი, კაპიტალის ბაზრის განვითარება. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელმა ფინანსთა მინისტრს გააცნო კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები და გამოთქვა მზაობა, მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდეს პარტნიორობა ქართულ მხარესთან საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)