21:09 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 14:59:53, 1506 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: ივანიშვილმა ფული 90-იანებში ხალხის ძარცვით იშოვა და ბოლო წლებში თითოეული თქვენგანის გაქურდვით დაკავდა

„რაც მე ვიხილე გუშინ ტელევიზიით, ჩემთვის არ არის გასაკვირი. ივანიშვილმა მთელი ფული 90-იანებში, სხვა ხალხის ძარცვით იშოვა და ის დაკავდა ბოლო წლებში თითოეული თქვენგანის გაქურდვით“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ქვეყნის მთავარი მევახსე და მონოპოლისტი უწოდა. 

„მან გაგქურდათ ელექტროენერგიის ტარიფებით, რომელიც აგიწიათ, რათა ემუშავა მის ბიტკოინების ფაბრიკებს. მან  მოიპარა სიგარეტის თითოეული კოლოფიდან 2.5 თეთრი. მან გაგქურდათ საბანკო კრედიტების მეშვეობით იმიტომ, რომ თვითონ არის საქართველოს მთავარი მევახშე. მან შეავიწროვა პატარა ბიზნესები იმიტომ, რომ თვითონ არის მონოპოლისტი უკლებლივ ყველა სფეროში. მან გაქურდა საქართველოს ბიუჯეტი და გაანადგურა საქართველოს მილიარდიანი რკინიგზა, პრაქტიკულად აქცია წამგებიანად. სადაც გაიხედავ ყველგან გვაქვს კატასტროფა. და მარტო „ომეგა?“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა იუსტიციის სახლში შექმნილ ვითარებას, რომელიც ტაქსების რეგისტრაციის მიმართვიანობის გაზრდას უკავშირდებოდა.  

„ის, რაც ვიხილე იუსტიციის სახლებში, ეს რიგები. მეგობრებო, იუსტიციის სახლები ისეა მოწყობილი ტექნოლოგიურად რომ შეუძლებელია იქ იყოს რიგები, როგორ მოახერხეს ამ უდღეურებმა, ამ აწყობილი სისტემის ასე განადგურება. ჩვენმა სიმწრით შექმნილმა სახელმწფო აპარატმა გაძლო რამდენიმე წელი და ისევ ჩამოიშალა. კორუფცია დაბრუნდა  უკლებლივ ყველა რგოლში და იმ ხალხს მინდა ვუთხრა, ვინც იძახის, სააკაშვილის დროსაც იყო და ივანიშვილის დროსაც. რანაირად ხალხო, ვერ გავიგე მართლა სკლეროზი ხო არ გჭირთ? მე არაფერი მაქვს, ივანიშვილმა მილიარდები იშოვა. ბოლოს და ბოლოს, ჩემს დროს ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა, ამის დროს არ იზრდება, ჩემ დროს სიღარიბე შემცირდა, ამის დროს ორჯერ გაიზარდა, რანაირად არის ერთი და იგივე?- ეს იმხელა განსხვავებაა, როგორც დღე და ღამე, როგორც ცა და დედამიწა, ამიტომ 28-ში ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები. უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნულ ძალებზე დაფუძნებული ახალი მთავრობა, შემდეგ ამ მთავრობამ უნდა გამოიყვანოს საქართველო ჭაობიდან საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და თითოეულმა ქართულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს შვება და ეს ასეც იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics