04:51 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 13:44:37, 3092 ნახვა

მსოფლიო
კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები გადაკეტეს

კატალონიაში დამოუკიდებლობის მხარდამჭერმა აქტივისტებმა საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები გადაკეტეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სეპარატისტული მოძრაობა „რესპუბლიკის დაცვის კომიტეტის“ წევრებმა ქალაქსი გზები გადაკეტეს, ასევე ბლოკირებულია სარკინიგზო სადგურები.  ამასთან, მათ გადაკეტილი აქვთ საფრანგეთ-ესპანეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ქუჩებში სხვადასხვა ბანერები გააკრეს და ასევე ცენტრალური მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან დროშა მოხსნეს. 

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა. ამის შემდეგ რეგიონულმა მთავრობამ კარლეს პუიჩდემონის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. ესპანეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმი არალეგიტიმურად მიიჩნია და მისი შედეგები არ აღიარა. 2017 წლის ნოემბერში ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics