10:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 13:22:51, 1632 ნახვა

კომენტარი
კარასინი: ​იმედი გვაქვს, საქართველოში საარჩევნო კამპანია მხოლოდ ანტირუსულ ტალღაზე არ იქნება აგებული

"ჩვენ ყველა ის პოლიტიკოსი გვესიმპატიურება, ვინც ესიმპატიურება ქართველ ამომჩეველს",- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

კარასინმა იმედი გაქმოთქვა, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანია მხოლოდ ანტირუსულ ტალღაზე არ იქნება აგებული.

„კანდიდატების უმრავლესობა ჩვენთვის ნაცნობია. ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში არსებულ იმ პოლიტიკურ ატმოსფეროს, რომლის პირობებშიც ეს საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ კამპანია მხოლოდ ანტირუსულ ტალღაზე არ იქნება აგებული. რაც შეეხება კანდიდატებს, ჩვენ ყველა ის პოლიტიკოსი გვესიმპატიურება, ვინც ესიმპატიურება ქართველ ამომჩეველს“,- განაცხადა გირიგორიკარასინმა.

ცნობისთვის, პრაღაში რუსეთისა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics