21:09 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 11:09:15, 935 ნახვა

რეგიონი
შუახევში ფერების ფესტივალი გაიმართა

შუახევში ფერების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ფერადი კონცერტების სერიის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ახალგაზრდებმა მიიღეს.

იმ დროს როცა ახალგაზრდები ერთმანეთს აფერადებდნენ, შუახევის კულტურის ცენტრის ეზოში საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე მომღერალი, იქსფაქტორის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე მალიბუ, ბენდი ,,ერთად“ და ადგილობრივი შემსრულებლები გამოდიოდნენ.

ფერების ფესტივალი - იგივე ,,Holi", დასაბამს ინდოეთიდან იღებს. ტრადიციის მიხედვით, ათი ათასობით ინდოელი ფერადი ფხვნილებისგან შემდგარი ულამაზესი სანახაობით გაზაფხულის მოსვლას ეგებება.,,Holi" დროთა განმავლობაში პოპულარული მთელ მსოფლიოში გახდა და მას საქართველოც შეუერთდა.

ღონისძიება შუახევის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics