|
2018-09-29 17:21:31, 2837 ნახვა
საზოგადოება
„ამ სისხლიანმა რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს“ - სარალიძე და მაჩალიკაშვილი გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მივიდნენ
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად ფილარმონიაში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ. მათ გრიგოლ ვაშაძეს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს და საზოგადოებას სიტყვითაც მიმართეს. „ჩვენ უკვე 8 თვეა ქუჩაში ვართ და სამართალს ვერ ვპოულობთ ამ ხელისუფლების ხელში. ჩვენ ამ ყველაფერს ავიტანთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სისხლიანმა რეჟიმმა პასუხი აგოს ყველაფერისთვის, რაც ჩადენილი აქვს ჩემს მიმართ, პანკისის ხეობის მიმართ. ყველამ უნდა აგოს პასუხი. ამ ხელისუფლებამ თემირლანთან ერთად ჩაკლა მთელი ქისტობა. მე ვფიქრობდი ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდებოდა ქართული სულის, ქართული გულის და მეტყოდა რამე დამამშვიდებელ სიტყვას. მე ტერორისტი შვილი არ გამიზრდია, მე დიდი სიყვარულით და დიდი წვალებით გავზარდე თემირლანი, მაგრამ ვითომ უსაფრთხოების სამსახურმა ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა და ამომწყვიტა დედაბუდიანად. მე ეს ხელისუფლება არ მინდა და არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა ასეთი სისხლიანი ხელისუფლება, ძალა ერთობაშია“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. „ამ 9 თვის განმავლობაში ერთი და იგივე მესმოდა ფაქტიურად მთელი ხელისუფლებისგან, რომ მკვლელი ვერ დგინდება. ვერ დგინდება რას ქვია ? მე როგორც ვხედავ, ხელისუფლებას ეჭვი ეპარება და პირდაპირ ვთავაზობ, წამოვიდეს ჩემთან ერთად, ამოვთხრი ჩემს შვილს, ნახონ და იქნებ დაადგინონ, მკვდარია თუ არა. ძალიან რთული იყო ჩემთვის ის დღე, როდესაც ჩემს შვილს თავზე ვედექი და ვერაფერს ვერ ვშველოდი. დღევანდელ დღემდე მინდა განვიცადო ის ტკივილი, რასაც იმ წუთას გრძნობდა. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავჩაღუნული გვისამძიმრებდნენ, პირიქით, წიხლს გვაჭერენ, გვდევნიან და ათას სიბინძურეს გვაბრალებენ. უკვე ძალიან ბევრი რამ ვიცი. მე ისიც ვიცი, რა თანხები აიღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩემი შვილის საქმეზე. მათ ივაჭრეს ჩვენი შვილების სულებით და მე ამის საშუალებას არ მივცემ. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ჩვენი შვილებს მკვლელები კანონის წინაშე არ წარსდგებიან და კანონის ძალით არ დაისჯებიან. ჩვენი ვიბრძოლებთ ჩვენი მოკლული შვილების სიწმინდის აღსადგენად და ცოცხალი შვილების მომავლის გასამტკიცებლად. დიდი მადლობა მთელ საქართველოს, ვინც ერთი სიტყვით მაინც გამოხატავს მწუხარებას ჩვენს მიმართ. ერთად უნდა ვიდგეთ რათა ეს მკვლელი ხელისუფლება დავამარცხოთ. საქართველოს არ ჰყავს მოსაკლავი შვილები. გელოდებით ყველას, იცით სადაც ვართ. ჩვენ ვიდგებით რუსთაველზე იქამდე, ვიდრე სამართალი არ აღსრულდება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრა ამ წუთებში დასრულდა. თავის მხრივ, ვაშაძის მხარდამჭერებმა შვილმოკლულ მამებს სოლიდარობა გამოუცხადებს და მსვლელობით პარლამენის შენობისკენ გაემართნენ.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)