2015-06-08 19:53:07, 348 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსს ქეიჯი მურის შეხვდა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას.
ამასთან, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, ასევე დეტალურად განიხილეს მიმდინარე ცვლილებები და ყურადღება გაამახვილეს აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობაზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან