21:08 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 17:28:33, 1235 ნახვა

რეგიონი
შუახევში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

შუახევის მუნიციაპლიტეტის მერიის და აჭარის ა. რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ხიჭაურში ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ღონისძიებას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია ადგილობრივი სასოფლო-სამეურენო პროდუქციის პოპულარიაზაცია და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება. ფერმერებს საშუალება მიეცათ რეკლამირება გაუწიონ საკუთარ პროდუქციას.

შუახევში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა- გაყიდვა წელს პირველად გაიმართა.

პარალელურად გაიმართა კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და მოსწავლე- ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics