|
2018-09-28 15:04:53, 1404 ნახვა
საზოგადოება
IDFI - წელს პარლამენტის თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 738,75 ლარია, პარლამენტის წევრის კი - 4 623,75
მიმდინარე წელს პარლამენტის თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 738,75 ლარს შეადგენს, პარლამენტის წევრის კი, 4 623,75 ლარს, - ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2018 წლამდე საქართველოს პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგო განსაზღვრული იყო 2000 ლარის ოდენობით. თუმცა, მათი თანამდებობის მიხედვით, განსაზღვრული იყო სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა და სხვა დანამატი. შედეგად, პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურება სადეპუტატო თანამდებობების მიხედვით დაახლოებით 4 600-დან 6 700 ლარამდე მერყეობდა. ახალი კანონის მიხედვით, პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები მათი თანამდებობების მიხედვით 8-დან 10-მდე მერყეობს. შესაბამისად, ახალი კანონი იძლეოდა შესაძლებლობას, 2018 წლიდან პარლამენტის წევრის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაზრდილიყო, მაგალითად, პარლამენტის ჩვეულებრივი წევრის ანაზღაურება 4 623 ლარიდან 8 000 ლარამდე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის 6 738 ლარიდან 10 000 ლარამდე. „პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგო განისაზღვრა იმავე ოდენობით, რასაც წინა წლის განმავლობაში იღებდნენ სარგოსა და დანამატების სახით ერთად. შესაბამისად, 2018 წლიდან მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეცვლილა, თუმცა ანაზღაურების ფორმას, წინა წლებისგან განსხვავებით, წარმოადგენს მხოლოდ ყოველთვიურ სარგო“, - ნათქვამია IDFI-ს ინფორმაციაში. ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ მათ არ მიაწოდა 2018 წელს პრემიერმინისტრისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის საშტატო ნუსხით განსაზღვრული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების შესახებ ინფორმაცია. „შესაბამისად, კვლევაში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის გავლენის ანალიზი მთავრობის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ოდენობაზე წარმოდგენილი ვერ იქნება“.
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)