|
2018-09-28 15:04:27, 2721 ნახვა
ეკონომიკა
ვანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, მაიკლ ქაუგლის, სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე. ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, საბაჟო და საგადასახადო სფეროში დაგეგმილი მასშტაბური რეფორმები და განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს, რაც შეიძლება მეტი ამერიკული და საერთაშორისო კომპანია დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას და გამოთქვა მზაობა, მხარეებმა გააგრძელონ აქტიური მუშაობა, რათა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)