|
2018-09-28 12:45:11, 1560 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი და IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩასართავად მზადაა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და ყურადღება მსოფლიოს უსაფრთხოებასა და მშვიდობის განმტკიცებაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და მათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება უსურვა. სამშვიდობო კონტინგენტს მისიის წარმატრებით განხორციელება უსურვა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუთმა კი სამხედროებს ქართულად მიმართა. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებს. IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული კი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში I ქვეითი ბრიგადის 11-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს, ხოლო IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული როტაციის წესით II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)