|
2018-09-27 12:29:12, 2088 ნახვა
სამართალი
გახარია: როცა გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, წესრიგს ვიცავთ
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის შენობასთან ორი პირის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ არსებობდა ინფორმაცია შესაძლო პროვოკაციების შესახებ და სამართალდამცველებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად იცავს და პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. აქ ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი მუშაობის სტილით ეს არაერთხელ ავუხსენით და დავუმტკიცეთ საზოგადოებას. თუმცა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამ კომპონენტზე არ ვართ პასუხისმგებელნი, მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობაც გვაკისრია. ამიტომ, როცა გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, ჩვენ წესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომელიც გაგვაჩნია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს. მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)