19:51 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 10:59:15, 2255 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის გია თვალავაძის დაკავებას ეხმაურება. 

სერგეენკოს შეფასებით, გია თვალავაძის დაკავება უწყების იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. მისივე თქმით, ყველა კითხვას პასუხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაეცემა.

„მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. რა თქმა უნდა სამინისტროს რეპუტაციაზე ამა იმოქმედა და მინისტრის რეპუტაციაზეც ამან იმოქმედა. რადგან მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება გია თვალავაძეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. თვალავაძე 24 სექტემბერს სპეცოპერაციისას საკუთარ კაბინეტში დააკავეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics