08:49 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 14:42:10, 417 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა და ტარიელ ხეჩიკაშვილმა ნაკრას საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჭიდაო ტატამი და სპორტული ფორმები გადასცეს

ნაკრას საჯარო სკოლის მოსწავლეებს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა  და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საჭიდაო ტატამი და სპორტული ფორმები გადასცეს. 
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვითა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.
 მათივე ინფორმაციით,  სოზარ სუბარმა ზემო სვანეთში  სტიქიური  მოვლენების შედეგად ადგილნაცვალი პირების ოჯახები მოინახულა. მინისტრი ეკომიგრანტებს  სტიქიის შედეგად დაზარალებული  და  გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების  შერჩევისა და  განსახლების  კრიტერიუმებზე ესაუბრა.
  სოზარ სუბარი იმავე დღეს საქართველოს სპორტისა და  ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან, შალვა  გოგოლაძესთან და  აკაკი  ლოდიასთან  ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ნაკრას საჯარო სკოლას  ეწვია, რომლებმაც სკოლის მოსწავლეებს    სპორტის  სამინისტროს  საჩუქარი- საჭიდაო  ტატამი  და   სპორტული ფორმები გადასცა. 
 როგორც  შალვა  გოგოლაძემ აღნიშნა,    ქართული  ჭიდაობის   ხელშეწყობა,  მართლაც, მეტად მნიშვნელოვანია  და  რაც უფრო მეტი ახალგაზრდა  ჩაებმება  ჭიდაობის  სხვადასხვა ჯგუფებში,   მით უკეთესი იქნება ჩვენი მომავალი თაობის   ჯანსაღი  აღზრდა-განვითარებისთვის,   მათი სპორტული   მიღწევებისთვის.  
მინისტრის მოადგილემ პირობა მისცა მოსწავლეებს,  რომ  სპორტის სამინისტრო კვლავაც  გააგრძელებს  ამ ნიჭიერი  ბავშვების  ხელშეწყობასა და  დახმარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics