|
2018-09-26 13:33:58, 2167 ნახვა
სამართალი
ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე კომისია, სავარაუდოდ, თვის ბოლოს იმსჯელებს
პარლლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინფორმაციით, ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე სპეციალური კომისია, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს. როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. „ბატონ მერაბიშვილს 6 თვის განმავლობაში, ავტომატურად უწევს მისი საკითხის განხილვა ე.წ. უდოს კომისიაზე. ჩვენ უნდა ვნახოთ ყველა ის დოკუმენტი, საკითხი რომელსაც დაცვის მხარე წარმოადგენს. თუ ეს არის კანონთან შესაბამისი და ამ შემთხვევაში სავალდებულო იქნება მაშინ ჩვენ მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. გააჩნია ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული“,- აღნიშნა სოფო კილაძემ. შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხილვის საგნად იქცა. თავდაპირველად მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება. აღნიშნული ინფორმაცია სპეციალურმა პენიცენტიურმა სამსახურმა უარყო. უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს. მოგვიანებით მსჯავრდებულის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა მერაბიშვილის მკურნალობა და დიაგნოსტირება წავიდეს მცდარი გზით. ამის შემდეგ უწყებამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც მერაბიშვილისთვის ჩატარებულ გამოკვლევებზეა საუბარი. ცნობისთვის, მერაბიშვილს შესაბამისი გამოკვლევები დღეს "ავერსის კლინიკაში" ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)