18:47 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 11:19:33, 1454 ნახვა

საზოგადოება
კომისიამ ბათუმში 164 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში, 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესწრებოდა. 

გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, აჭარის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებიც შედიან. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის. 

ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი ბათუმში რეგისტრირებულმა 142-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. აღნიშნული ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიის მუშაობის შედეგად, გამოვლინდებიან ის  დევნილი ოჯახები, რომლებსაც ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. 

სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ორი 16-სართულიანი კორპუსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics