|
2018-09-26 11:16:02, 1766 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული კონკურსი გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში მიმდინარეობს
ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის კონკურსი გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. თბილისის მერი იმ კითხვებს გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნული კონკურსის გარშემო არსებობს და აღნიშნა, რომ ინფორმაცია არის საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს. „დედაქალაქში არსებული პარკების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. აღნიშნული კონკურსის გამოცხადებას ძალიან ბევრი კითხვა მოჰყვა, რომ თითქოს, რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული. მინდა ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვუთხრა, რომ კონკურსი აბსოლუტურად გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და ყველაფერი საჯაროა. საუბარი იყო იმაზეც, რომ თითქოს, სამი თვე არ არის ის დრო, როდესაც პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი, რაშიც ვერ დავეთანხმები. თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას ამის შესაძლებლობა არ აქვს, ეს მათი უფლებაა. როდესაც ხარჯთაკვლევა მოვამზადეთ, ცხრა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და დასტური მოგვაწოდა, რომ სამი თვის განმავლობაში პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ყველა ინფორმაცია, მიმოწერა გვაქვს და ესეც შეგვიძლია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ პირს. ერთ-ერთი მათგანი - ირაკლი ჟვანია, ვისაც ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა, გუშინ, მაია ბითაძეს შეხვდა. ამის შემდეგ, მან სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტებაც გააკეთა, რომ მისი ეჭვები გაქარწყლებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ისეთ ნაბიჯს არასდროს გადადგამს, რომელიც ქალაქს და თითოეულ მოქალაქეს დააზიანებს. „შექმნილია სპეციალური კომისია ღვაწლმოსილი ადამიანებისა და ექსპერტებისგან დაკომპლექტებული. ბოლო ბრალდება, რაც ოპონენტების მხრიდან გამოითქვა, კონკურსის პირობას ეხება, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულ კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ვაკის პარკი სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და შესაბამისი კომპანიები გვჭირდება, ვისაც ამ მიმართულებით უმუშავია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში დედაქალაქის მერიის ყველა პროექტის ირგვლივ ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება. „ეს ძალიან უცნაურია. მესმის, რომ ვიღაცას არ მოსწონს კახა კალაძე, „ქართული ოცნება“, ქალაქის მთავრობა, მაგრამ არსებობს თბილისის, ქალაქის სიყვარული და მგონი პირიქით, ქალაქის მცხოვრებლები გახარებული უნდა იყვნენ, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება. ოპონენტებს გამოჰყავთ ე.წ. ექსპერტები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ და ვაკის პარკზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობენ. ერთადერთი, რითაც თავი დაგვამახსოვრეს, იყო ის, რომ წითელ ბაღში ოთხი ძირი ხე დარგეს და ისიც გახმა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაცია სხვადასხვა დასასვენებელი და გასართობი სივრცეების შექმნას, სავარჯიშო მოედნების მოწყობას გულისხმობს. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება არსებული საპარკე ავეჯი და განათება მოეწყობა. გარდა ამისა, ვაკის პარკში შენარჩუნებული იქნება სამაგიდო სივრცეები თამაშებისთვის და სრულად განახლდება შადრევანი და ამფითეატრი. „ვაკის პარკის რეაბილიტაცია მომდევნო წელს განხორციელდება, მას შემდეგ, რაც პროექტი გვექნება და ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. დედაქალაქში მოვაწესრიგებთ ყველა პარკს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. უნდა ვიზრუნოთ ასეთი სივრცეების შექმნაზე. ვიცი, რომ გამგეობები თავიანთ რაიონებში სკვერების მოწყობის თვალსაზრისით, ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ. დღეს ქალაქს ძალიან ბევრი მწვანე სივრცე სჭირდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
(NS)
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)