04:14 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 10:09:52, 3713 ნახვა

მსოფლიო
რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა აშშ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებაში დაადანაშაულა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, FETO-ს, რომელსაც ანკარაში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასაბლეაზე გააკეთა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია ამერიკის ბიუჯეტიდან წელიწადში 763 მილიონ დოლარს იღებს.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა კრიტიკა გაეროს მიმართაც გამოთქვა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია კაცობრიობის მოლოდინებს აღარ ამართლებს. მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო მსოფლიოში არსებულ უსამართლობებზე ადეკვატურ რეაქციას არ ახდენს და მხოლოდ ხუთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზიდან იმ დროს გავიდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი სიტყვით გოდიოდა.

შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთში ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი დააპატიმრეს. ოფიციალურმა ვაშინგტონმა თურქეთს პასტორის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, რაზეც ანკარამ უარი განაცხადა. პასტორი 2017 წელს იზმირში დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი იყო.მანამდე ვითარების დაძაბვას ხელს უწყობა ფეთჰულა გიულენის ფაქტორიც. კერძოდ, მუსლიმი მქადაგებელი, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს, თუქეთის ხელისუფლების მხრიდან სამხედრო პუტჩის ორგანიზატორად მიიჩნევა. ანკარამ ამერიკას მისი ეკსტრადირების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ამერიკამ გიულენის გადაცემაზე უარი განაცხადა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics