18:43 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 00:06:02, 2316 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ მინისტრებმა წარმატებული რეფორმებზე ისაუბრეს

საქართველო-ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერაზეისაუბრეს საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. 

მამუკა ბახტაძემ და იური რატასმა ხაზი გაუსვეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოსპრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მნიშვნელოვანმხარდაჭერას აფასებს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესტონეთი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა, ბევრი მიმართულებით საქართველოსთვისსამაგალითოა. პრემიერმა ისაუბრა მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ინოვაციებისდანერგვას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და ეკოლოგიის გაჯანსაღებას გულისხმობს. 

მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გააქტიურებისა და საქართველო-ესტონეთს შორის პირდაპირი საჰაერომიმოსვლის პერსპექტივა. 

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და მთავრობის სამშვიდობოინიციატივებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევიმხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics