|
2018-09-24 13:24:02, 2551 ნახვა
სამართალი
„ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი „ქართული ოცნების“ სალაროში მიდიოდა“ - რ2 მორიგ ჩანაწერს ავრცელებს
„რუსთავი 2“ მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ტელეკომპანიის ცნობით, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ესაუბრება. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. საუბარში „თბილისის თამბაქოს“ დირექტორი, ლექსო ანდრიაძე და „ომეგას“ მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელი მონაწილეობენ. სავარაუდოდ, ლექსო ანდრიაძე ამბობს, რომ ყველა გაყიდული კოლოფიდან თანხა პარტიის ფონდებში მიდის. „კურიერის“ მიერ მოპოვებულ კიდევ ერთ ჩანაწერში საუბარი ეხება „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს და „თბილისის თამბაქოს“ აქციონერის, ირაკლი ჩუბინიშვილის საუბარს. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ პარტიაში ხდება თანხის მიტანა. ირაკლი ჩუბინიშვილი საუბრობს იმაზე, რომ ყველას უწევს ამ თანხის გადახდა. ფარული ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ თანხა განკუთვნილი იყო კონკრეტულად 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)