13:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 12:03:59, 1014 ნახვა

მსოფლიო
ობამა და მერკელი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ამ ეტაპზე არ გაუქმდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა "დიდი შვიდიანის" ქვეყნების სამიტის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ორი ქვეყნის ლიდერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება, სანამ მინსკის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ შესრულდება.

ბავარიაში "დიდი შვიდიანის" ქვეყნების სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის ლიდერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დატოვებაზე შეთანხმდა, სანამ ფედერაცია სრულად არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებას და პატივს არ სცემს უკრაინის დამოუკიდებლობას.

ბავარიის ალპებში "დიდი შვიდიანის" სამიტი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. რუსეთი "დიდი რვიანიდან" ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics