17:09 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-22 13:43:02, 1422 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მესამე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები" დღეს დასრულდა.

სამდღიანი ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

კონფერენციის 120-მდე ქართველ და უცხოელ მონაწილეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.

ქართველ მკვლევარებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ ფინელი, ლიეტუველი, იტალიელი, პოლონელი, უკრაინელი, ყაზახი და იაპონელი მეცნიერები.

ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე  ცალკე მიმართულებად იყო წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები. ამასთან, ღონისძიება მოიცავდა რამდენიმე სამეცნიერო მიმართულებას: არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; ისტორია/ეთნოგრაფია; ფილოლოგია; ციფრული არქივები;  რესტავრაცია-კონსერვაცია; საბუნებისმეტყველო კვლევები და სხვა.

ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება და მისი მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს მიგნებათა  გაზიარება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics