|
2018-09-22 10:41:04, 8887 ნახვა
კულტურა
ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართა
თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგა. კონცერტს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიაც დაესწრო. მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კიდევ რამდენიმე საინტერესო წარმოდგენა იგეგმება. “The Tiger Lillies კონცერტმა წარმატებით ჩაიარა. ეს არის ცნობილი ბრიტანული ბენდი, რომლის მუსიკა ომამდელი ბერლინის კაბარეს, ანარქიული ოპერისა და ბოშური მუსიკის ნაზავია. ჯგუფი პოსტმოდერნისტული ვოდევილის ფორმებით, შეუდარებელი In Air Face შოუებით ახერხებს მსმენელის მოხიბვლას. ამ ჯგუფის თაყვანისმცემლებს მიეცათ უნიკალური შანსი, რომ ღია ცის ქვეშ დასწრებოდნენ მათ კონცერტს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში The Tiger Lillies წელიწადში საშუალოდ 200 გამოსვლა აქვს. The Tiger Lillies მსოფლიოს მრავალ შოუში მიუღია მონაწილეობა და ხელოვნების ყველა სფეროს არტისტებთან უმუშავია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)