08:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 10:50:30, 1964 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ ჯიშკარიანის საქმეზე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევა დაადგინა

2018 წლის 20 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ეხებოდა 2005 წელს მომჩივან - მარიამ ჯიშკარიანის მიერ ცილისწამების შესახებ სამართალწარმოების დაწყებას იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრის კონსტანტინე კემულარიას წინააღმდეგ. მინისტრი მას ტელევიზიითა და ბეჭდური მედიის საშუალებით ადანაშაულებდა თანხის სანაცვლოდ პატიმრებისთვის სამედიცინო დასკვნების შედგენაში.

ევროპული სასამართლო არ დაეთანხმა ცილისწამების საქმესთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოების შეფასებას, რომ იუსტიციის  მინისტრი კონსტანტინე კემულარია გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებას, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) შესაბამისად.

კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენცია არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ პირს დაევალოს დანაშაულებრივი ქცევის შესახებ მძიმე ბრალდებების თმენა თანამდებობის პირის მხრიდან, ფაქტობრივი მტკიცებულებების  გარეშე.

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს მინისტრის გამოხატვის თავისუფლებასა  და მომჩივნის რეპუტაციის დაცვის უფლებას შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ 1 500 ევროს გადახდა - მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და 1 833 ევროს გადახდა ხარჯების ანაზღაურების სახით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics