|
2018-09-20 16:50:21, 2174 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებაზე განმარტებას აკეთებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კანაფის ექსპორტის შესახებ კანონპროექტში ცუდი არაფერია. მისივე შეფასებით, კანონპროექტი რისკების შემცველი არ არის და რაც უფრო მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით უფრო ეფექტიანი იქნება ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა. „კანონპროექტი, რომელიც მომზადდა, მათ შორის კანაფის დათესვა-მოყვანასთან დაკავშირებით, ამ საკითხების მკაცრად რეგლამენტირებას და რეგულირებას გულისხმობდა. იმ ქაოსური მდგომარეობის მოწესრიგებას, რომელიც დღეს არა მხოლოდ მოხმარების, მათ შორის ამ საკითხებთან მიმართებით არსებობს. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით უფრო ეფექტიანი იქნება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ და ზოგადად, ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს გახლავთ ჩემი პოზიცია. თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს საკითხი განიხილოს, ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი კომპეტენციის ფარგლებში ამ პროცესებში ჩაერთვება, თუ განსხვავებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბუნებრივია სხვა გზა არ დაგვრჩება. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ამ საკითხზეც მნიშვნელოვანია საზოგადოების პოზიცია, ამიტომ ის დრო რაც პარლამენტმა აიღო და შეაჩერა ამ კანონპროექტის განხილვა, ჩვენ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რომ ამ კანონპროექტში ცუდი არაფერია, რისკების შემცველი არ არის და პირიქით, რეგლამენტირება ხდება იმ საკითხების და ჩარჩოებში მოქცევა, რასთან დაკავშირებითაც დღეს ჩვენ გვაქვს ქაოსური მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ ამას საზოგადოება კარგად გაიგებს, იმიტომ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რასაც მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დგამს, დგამს პირველ რიგში საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)